ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტე კარიერას “ტოტენჰემში” განაგრძობს. ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“სუონსიმ” გამოცდილი ფორვარდის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ლორენტე “გედებს” გასულ ზაფხულს “სევილიადან” 5.9 მილიონ ევროდ შეუერთდა და 35 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.