ფეხბურთი

10:15 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაწაძე "სილკებორგის" ფეხბურთელია

მათე ვაწაძე როგორც მოსალოდნელი იყო, კარიერას “სილკებორგში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია დანიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 28 წლის ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ყოფილ გუნდ “ვიბორგთან” ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მანამდე შეწყდა.

ვაწაძეს “სილკებორგში” კიდევ ერთი ქართველი დავით სხირტლაძე დახვდა. გარდა ამისა, ნაცნობია მთავარი მწვრთნელიც: პეტერ სორენსენი მათეს ჯერ კიდევ “ორჰუსში” თამაშისას წვრთნიდა.

“მათეს ჯერ კიდევ “ორჰუსიდან” ძალიან კარგად ვიცნობ. ის ძალიან კარგი თავდამსხმელია და შეუძლია დაგვეხმაროს. მას მიეცემა შანსი და უნდა დაამტკიცოს, რომ კარგ ფორმაშია. დარწმუნებული ვარ, 100%-ით დაიხარჯება და შანსს გამოიყენებს”, - აღნიშნა სორენსენმა.

ვაწაძის კარიერის საუკეთესო პერიოდიც სწორედ ამ გუნდს უკავშირდება – 82 მატჩი, 32 გოლი. რაც შეეხება “ვიბორგს”, ამ გუნდში ჩვენებურმა თავი ვერ გამოიჩინა. მათე ვაწაძეს საქართველოს ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.11394