საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა თორნიკე შენგელიამ ლიტვასთან მოგებული მატჩის (79:77) შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ამ გარჯამ შედეგი გამოიღო.
"ძალიან რთული თამაში იყო. თავიდან გაგვირთულდა, თუმცა მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, უკან არ დავიხიეთ და გავიმარჯვეთ. პლეი-ოფის ზონას ამ მოგებით უფრო დავუახლოვდით და ახლა შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. მეტოქის გაქცევას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მატჩი ბოლო წამებამდე გრძელდება, ჩვენ კი თავი არ დავხარეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ." - განაცხადა შენგელიამ.
"ბასკონიას" კალათბურთელმა ევრობასკეტ 2017-ის პირველ შეხვედრაში 29 ქულა მოაგროვა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.