ჰელსინკში, “ჰარტველ არენაზე” ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. გახსნით შეხვედრაში სლოვენიის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
სლოვენიის ნაკრები თითქმის მთელი შეხვედრა უკეთესად გამოიყურებოდა, რაც საბოლოოდ დამაჯერებელ 9-ქულიან გამარჯვებაში აისახა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქე პირველ სამ პერიოდში დაჩაგრეს და უკანასკნელი პერიოდის წინ 74:58 იგებდნენ. პოლონელებმა ბოლო პერიოდში ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა სლოვენიელებს გამარჯვებამდე საქმის მიყვანა არ გასჭირვებიათ და ევრობასკეტი გეგმის მიხედვით დაიწყეს – 90:81.
სლოვენიელთაგან საუკეთესო იყო,კაპიტანი გორან დრაგიჩი რომელმაც საკუთარ გუნდს 29:11 წუთში 30 ქულა, 2 მოხსნა და 4 გადაცემა შესძინა, ხოლო პოლონელთა შორის ყველაზე შედეგიანი მატეუშ პონიტკა გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 22 ქულა, 13 მოხსნა და 1 გადაცემა.
სლოვენია – პოლონეთი 90:81 (24:22; 29:24; 21:12; 16:23)