საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ევროპის ჩემპიონატის 20 საუკეთესო კალათბურთელში მოხვდა. ინტერნეტპორტალ Eurohoops.net-ის მიერ შედგენილ სიაში ქართველი ცენტრი მეოცე ადგილზეა.
აი, რას წერს გამოცემა ზაზას შესახებ:
“ზაზა ფაჩულია – 33 წლის.
მეოთხე ევრობასკეტი.
მოქმედი გუნდი: “გოლდენ სტეიტ უორიორზი”
გასული სეზონი: 70 თამაში, 6.1 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.2 პასი
ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდაა. იგი 2017 წლის ევრობასკეტს, NBA-ს მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდება. წარმატებული საკლუბო სეზონის შემდეგ ფაჩულია თავის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და მზადაა მკაცრი თანაგუნდელები გამოიწვიოს ტურნირში, სადაც საქართველოს მიზანი მაღალია.
თუ ზაზა 100%-ით მზადაა, მაშინ იგი გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოს ნაკრების თამაშში გამოცდილების წყალობით”.
აქვე გთავაზობთ საუკეთესო ოცეულს სრულად:
1. მარკ გასოლი (ესპანეთი)
2. კრისტაპს პორზინგისი (ლატვია)
3. პაუ გასოლი (ესპანეთი)
4. გორან დრაგიჩი (სლოვენია)
5. ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი)
6. ნანდო დე კოლო (საფრანგეთი)
7. დარიო შარიჩი (ხორვატია)
8. ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია)
9. დენის შრიოდერი (გერმანია)
10. ევან ფურნიე (საფრანგეთი)
11. რიკი რუბიო (ესპანეთი)
12. იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)
13. ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო)
14. სერხიო როდრიგესი (ესპანეთი)
15. მარკო ბელინელი (იტალია)
16. ლუკა დონჩიჩი (სლოვენია)
17. გეორგიოს პრინტეზისი (საბერძნეთი)
18. ომრი კასპი (ისრაელი)
19. ჩედი ოსმანი (თურქეთი)
20. ზაზა ფაჩულია (საქართველო)