ფეხბურთი

12:57 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელთა პირველი შეკრება

30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით პირველ შეკრებას ჩაატარებს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები. ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდული ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბა და ვარჯიშის გარდა, ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. 3 სექტემბერს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალოს“ გაეჯიბრება.

ვასილ მაისურაძემ პირველ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები: ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია), ლევან ისიანი (გაგრა);

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი (ცხინვალი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბათუმი), თორნიკე დაგარგულია (შუქურა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თემურ ჩოგაძე (დინამო ბათუმი), ერეკლე მალაზონია (შუქურა), საბა ნადირაძე (ცხინვალი);

თავდამსხმელები: ლაშა ლეჟავა (ცხინვალი), გიორგი გოგილაშვილი (შუქურა), ზაურ კერელეიშვილი (დილა), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).

gff.ge

0.062952