ფეხბურთი

1:05 | 31.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“საუთჰემპტონმა” კლასი გაანათხოვრა

“საუთჰემპტონის” და ჰოლანდიის ნაკრების ჩამშლელი ნახევარმცველი იორდი კლასი მიმდინარე სეზონს ბელგიაში ჩაატარებს. “ბრიუგეს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით შეუერთდათ.

ცნობისთვის, კლასი “საუთჰემპტონში” 2015 წლის ზაფხულში 13.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ "ფეიენოორდიდან" გადავიდა და 49 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა. მას “წმინდანებთან” მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.115592