ფეხბურთი

22:27 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა ალბანეთში 0:1 წააგეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთში 0:1 წააგო მასპინძელ თანატოლთა ნაკრებთან. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გაუშვეს. მე-80 წუთზე სადიკ სელამ გაიტანა.

1 სექტემბერს ყიფიანის გაწვრთნილები მეორე მატჩს გამართავენ ალბანეთთან.

ერთ-ერთი ალბანური საიტის ცნობით, ქართველთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: გუგეშაშვილი, მალი, ქაფიანიძე, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, დარცმელია, ქოჩორაშვილი (კაპ), ა.ნინუა, ნ.ნინუა, ქავთარაძე, ოზბეთელაშვილი.

0.117028