ფეხბურთი

22:47 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხედირას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სამი ხედირა ტრავმას გადაურჩა. საქმე ისაა, რომ გამოცდილმა ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრების შეკრებაზე მუხლი დაიზიანა, თუმცა როგორც გამოკვლევამ აჩვენა, სიტუაცია საგანგაშო არაა.

გერმანიის ნაკრების სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით, ხედირა შეკრებაზე რჩება და ჩეხეთის ნაკრებთან სათამაშოდ მზადებას განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსს” კიდევ ერთი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო ცოტა ხნის წინ ერთი თვით გამოაკლდა.

0.139778