გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 29 აგვისტოს გახდა 18 წლის, რამდენიმე დღეში ბელგიურ “გენტში” გააგრძელებს კარიერას.
თბილისის “დინამოს” აღზრდილის ტრანსფერზე ადრეც არაერთხელ გვეწერა და იყო ვარაუდი, რომ წლის ბოლომდე დარჩებოდა საქართველოში, თუმცა ბელგიელებს ახლავე სურთ მისი წაყვანა. ამის შესახებ “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ გვითხრა.
“გენტმა” მოულოდნელად ცუდად დაიწყო ბელგიის ჩემპიონატი და ხუთი ტურის შემდეგ, მხოლოდ ორი ქულა აქვს.
გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთთან 1 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის ემზადება.