კალათბურთი

21:55 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: ისრაელის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია  

ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ ისრაელმა საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრების ლიდერი, “გოლდენ სტეიტი” ახალწვეული ომრი კასპი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ისრაელის ნაკრებს მეორე ლეგიონერი გაელ მეკელი ჰყავს, რომელიც ესპანეთში “გრან კანარიაში” თამაშობს, ხოლო დანარჩენი კალათბურთელები ადგილობრივი ჩემპიონატის გუნდებში ირიცხებიან.

ისრაელის ნაკრების შემადგენლობა ევრობასკეტ 2017-სთვის: ომრი კასპი (“გოლდენ სტეიტი”), გაელ მეკელი (“გრან კანარია”), იოგევ ოჰაიონი, ბარ ტიმორი, იოტამ ჰალპერინი, ლიორ ელიაჰუ, რიჩარდ ჰოუელი (ხუთივე “ჰაპოელ იერუსალიმი”), ოზ ბლეიზერი (“მაკაბი ჰაიფა”), იდალ ზალმანსონი (“მაკაბი რიშონი”), კადირ ელიშაი, გაი პნინი (“ჰაპოელ ჰოლონი”), შოუნ დოუსონი (“ბნეი ჰერლზლია”).

0.122122