2 სექტემბერს, საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევ მატჩს სლოვაკ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი არბიტრი იქნება ივან კრუჟლიაკი.
ამ შესარჩევ ციკლში, კრუჟლიაკმა ორი მატჩი იმსაჯა: პოლონეთი-სომხეთი 2:1, ფინეთი-კოსოვო 1:1. ისე, საქართველოს ნაკრებებთანაც ჰქონია საქმე, ოღონდ ასაკობრივებთან: 2012 წელს 17-წლამდელებში გერმანია-საქართველო 1:0 და 2013 წელს 19-წლამდელებში ხორვატია-საქართველო 2:0.