ფეხბურთი

14:50 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანი: “ვეწევი და ვსვამ, მაგრამ მუნდიალზე თამაში მინდა!”

იტალიური “რომას” ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი იმეოდვნებს, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ბელგიელი ფეხბურთელის განცხადებით, იგი ეწევა, სვამს, მაგრამ მუნდიალზე თამაშში ეს ხელს ვერ შეუშლის.

“მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის 120%-ით იხარჯება და არ ვარ მეამბოხე! დიახ, ეს სიმართლეა, მე ვეწევი, ზოგჯერ ვსვამ კიდეც, მაგრამ მაინც მინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.

ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბელგიის ნაკრებში აღარ მეთამაშა, მაგრამ მერე “რომას” სპორტულ დირექტორ მონჩის ვესაუბრე – მან გადამაფიქრებინა. 2014 წლის მუნდიალი გამოვტოვე და არ მინდა ზედიზედ ორჯერ გამოვტოვო ის ტურნირი, რომელიც ჩემპიონთა ლიგასთან ერთად საუკეთესოა – ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება”, - აღნიშნა ნაინგოლანმა.

რაჯა ნაინგოლანი ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ნაკრებში არ გამოიძახა, რამაც ფეხბურთელი გააბრაზა და ნაკრებიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ გადაიფიქრა.

0.123935