საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების დასკვნით ფაზაშია. ილიას ზუროსის გუნდი უკვე ისრაელშია და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ თორნიკე შენგელიამ ისაუბრა.
ქართველი კალათბურთელის განცხადებით, ახლა გუნდი მთლიანად ლიტვასთან თამაშზე ფიქრობს:
“საკმაოდ კარგ კონდიციებში ვიმყოფებით. ჩემი აზრით, მთლინად გუნდი სათანადო ფორმაში ვართ. ამ მომენტისთვის მთელი კონცენტრაცია ლიტვასთან თამაშზე გვაქვს მოხდენილი – რა თქმა უნდა, გვაქვს შორეული გეგმები, მაგრამ მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ამ დიდ მიზანს და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად გამოგვივა”, - უთხრა შენგელიამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს, ლიტვის ნაკრებთან გამართავს.