ფეხბურთი

10:22 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კეიტა ბალდე "მონაკოს" ფეხბურთელია

ფრანგული “მონაკო” გაძლიერებას განაგრძობს. მონეგასკებმა სტევან იოვეტიჩის შემდეგ კიდევ ერთი შემტევი გაიფორმეს კეიტა ბალდე. ფრანგებს 22 წლის ფეხბურთელის შეძენა 30 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც მომავალში ბონუს თანხაც დაემატება. კონტრაქტი კი მხარეებს შორის 5 წლის ვადით გაფორმდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “მონაკოს” შევუერთდი. კლუბს დიდი ისტორია აქვს – ვესაუბრე ფეხბურთელებს და მათ მხოლოდ კარგი მითხრეს. დარწმუნებული ვარ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გადავედი ძლიერ გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია”, - აღნიშნა კეიტამ.

კეიტა ბალდე “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია, საიდანაც 300 ათასი ევროს სანაცვლოდ 2011 წელს, “ლაციოში” აღმოჩნდა. იტალიურ გუნდში მას დებიუტი 2013 წელს ჰქონდა და იქედან მოყოლებული 137 თამაში ჩაატარა.

განსაკუთრებით თავი გასულ სეზონში გამოიჩინა – 16 გოლითა და სამი საგოლე გადაცემით. აღსანიშნავია, რომ კეიტას ბოლო დროს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა, რადგან ტურინის “იუვენტუსში” სურდა გადასვლა. თუმცა, საბოლოოდ, “მონაკოში” აღმოჩნდა.

ბალდე და იოვეტიჩი კილიან მბაპეს შემცვლელებად მოაზრებიან, რომელიც "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.

0.112452