ფეხბურთი

23:45 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სელტამ” “დორტმუნდის” ფეხბურთელი გაიფორმა

დორტმუნდის “ბორუსიას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ემრე მორი კარიერას ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ “სელტაში” გააგრძელებს. ამის შესახებ გალისიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. თურქმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 13 მილიონი ევრო შეადგინა.

20 წლის ემრე მორი “დორტმუნდმა” გასულ ზაფხულს დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოლოდინი ვერ გაამართლა. “ყვითლების” მაისური მან მხოლოდ 12 შეხვედრაში მოირგო და ერთადერთი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ემრე მორის შეძენასთან ძალიან ახლოს მილანის “ინტერი” იყო, თუმცა ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა. შესაბამისად, თურქი ამიერიდან “სელტასთვის” გაირჯება.

0.114294