ძიუდო

19:46 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია.

23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ძირითად ბადეში, იორდანიელი ბილალ ეიელსალმანის, სამხრეთაფრიკელი სიაბულელა მაბულუს, ამერიკელი რაიან ვარგასისა და სამხრეთკორეელი ბაულ ანის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც სამხრეთკორეელი ლიმვან კიმი ვაზარიზე დააგდო და შებოჭა.

0.124958