კილიან მბაპე პარიზშია და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა ტელეარხმა TF1-მა პირდაპირ ეთერში გადმოსცა.
“პარი სენ ჟერმენი” “მონაკოს” 18 წლის მოთამაშესთან ხელშეკრულებას ოფიციალურად ხვალ, 30 აგვისტოს გააფორმებს. პსჟ ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერში 180 მილიონ ევროს გადაიხდის.
გასულ სეზონში მბაპე “მონაკოს” 26 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით დაეხმარა.