ფეხბურთი

16:20 | 29.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: საქართველო-პოლონეთს შვეიცარიელები გაუძღვებიან

1 სექტემბერს, საქართველო – პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირება, როგორც იცით, გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. ეს ევრო 2019-ის შესარჩევის პირველი მატჩი იქნება გია გეგუჩაძის ნაკრებისთვის.

შეხვედრას შვეიცარიელი მსაჯები გაუძღვებიან. მთავარი არბიტრი იქნება ფედაი სანი, რომელმაც შარშან საფრანგეთი-საქართველოს 21-წლამდელთა ამხანაგური მატჩი იმსაჯა. მაშინ ქართველებმა 1:5 წააგეს. თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ფრანგები ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, ჩვენებს კი 1994-1995 წელს დაბადებულები აღარ ჰყავდათ, რადგან შესარჩევი ციკლი უკვე დასრულებული იყო და გეგუჩაძემაც მომდევნო შესარჩევისთვის გამოსადეგი ფეხბურთელები ათამაშა.

0.120848