იტალიურმა “რომამ” “სამპდორიასთან” პატრიკ შიკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და ჩეხი ფორვარდი რომში უკვე ჩავიდა. შიკს აეროპორტში 200-მდე გულშემატკივარი დახვდა.
“მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე”, - განაცხადა მოთამაშემ.
დედაქალაქელებმა ჩეხეთის ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 6 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა 33 მილიონის დამატება წლის ბოლოს მოუწევთ, ამ თანხას კიდევ 2 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.
შიკი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და რომაელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.