საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. ილიას ზუროსმა იმ 12 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 29 აგვისტოს, ისრაელისკენ აიღებს გეზს და სამშობლოს ღირსებას ევრობასკეტზე დაიცავენ.
თავდაპირველად, გავეცნოთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:
3. მაიკლ დიქსონი (“სტრასბურგი”, საფრანგეთი), 4. გიორგი გამყრელიძე (“ტიტები”), 6. ანატოლი ბოისა (“ქუთაისი”), 7. ზაზა ფაჩულია (“გოლდენ სტეიტი”, აშშ), 8. გიორგი ცინცაძე (“ქუთაისი”), 9. გიორგი შერმადინი (“უნიკახა”, ესპანეთი), 10. დუდა სანაძე (თავისუფალი აგენტი), 11. მანუჩარ მარკოიშვილი (“რეჯიო ემილია”, იტალია), 17. მიხეილ ბერიშვილი (“დინამო”), 23. თორნიკე შენგელია (“ბასკონია”, ესპანეთი), 35. გოგა ბითაძე (“მეგა ლექსი”, სერბეთი), 99. ილია ლონდარიძე (“დინამო”).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მასპინძელ ისრაელთან, უკრაინასთან, იტალიასთან, გერმანიასთან და ლიტვასთან ერთად ითამაშებს. ქვეჯგუფიდან 4 საუკეთესო ნაკრები გავა და ასპარეზობას სტამბულში, უკვე მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ.
აქვე, საქართველოს ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
31 აგვისტო, 19:30
ლიტვა – საქართველო
2 სექტემბერი, 16:45
საქართველო – გერმანია
3 სექტემბერი, 16:45
საქართველო – უკრაინა
5 სექტემბერი, 22:30
ისრაელი – საქართველო
6 სექტემბერი, 18:30
საქართველო - იტალია