ფეხბურთი

19:44 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეკარის ზღაპრული 10 წამი მექსიკის ჩემპიონატში (+VIDEO)

მექსიკის ჩემპიონატში ზღაპრული 10 წამი ჰქონდა “კრუს ასულის” კარის დარაჯ ხოსე კორონას. საქმე ისაა, “მანქანა” (“კრუს ასულის” მეტსახელია) შინ “მონტერეის” 1:0 ამარცხებდა, როდესაც სტუმრებმა მწვავედ შეუტიეს და თითქოს გოლიც გარდაუვალი ჩანდა.

თუმცა, 36 წლის კორონამ 10-წამიან ინტერვალში საკუთარი გუნდი ოთხჯერ(!) გადაარჩინა. თანაც, ერთი-მეორეზე რთული ბურთები მოიგერია. აღსანიშნავია, რომ ამავე ეპიზოდში, ერთხელ მცველმა ივარგა. მოკლედ, ფანტასტიკური მომენტი გამოვიდა და ნახვადაც ღირს.

საბოლოოდ, აღნიშნულ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა – 1:1. მექსიკის ნაკრების ყოფილმა მეკარემ გოლი 83-ე წუთზე მაინც გაუშვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ძნელი მისახვედრი არაა, რომ კორონა დასახელდა.

0.125133