ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი” კეიტა ბალდეს შეძენას ცდილობენ.
“ბიანკონერი” მზად იყო, 22 წლის სენეგალელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა და ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი დაემატებინა, თუმცა ეს წინადადება “ლაციომ” უარყო, მეტიც - “ლაციოს” პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიომ ტურინელთა ქმედებები გააკრიტიკა.
Sky Sports Italia-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ბებერი ქალბატონი” ყველაფერს აკეთებს, რომ ნახევარმცველი “ინტერში” არ გადავიდეს და რომაელებს 25 მილიონ ევროს სთავაზობს.
გასულ სეზონში კეიტამ სერია A-ს 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 16 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.