დონეცკის “შახტარის” ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ თავი ორი გოლით გამოიჩინა, თუმცა კვლავ 21-წლამდელთა რიგებში. “ვერესთან” დაპირისპირებისას ახალგაზრდა “მეშახტეთა” მეათე ნომერმა პირველი გოლი მე-16 წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა და მისი გუნდის უპირატესობა გაზარდა - 2:0.
13 წუთში, არაბიძემ კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი, ჩვეულ სტილში, ჯარიმიდან და დუბლი მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო. აღნიშნული მატჩი კი “შახტარის” 21-წლამდელებმა 4:0 მოიგეს.