ფეხბურთი

11:38 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან და ავსტრიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას დღეიდან იწყებს. როგორც ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" დაბინავდება და ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 26 ფეხბურთელი იქნება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

მწვრთნელმა ნაკრებში თბილისის „ლოკომოტივის“ წევრი ირაკლი სიხარულიძე გამოიძახა, ნაკრების დებიუტანტი მიმდინარე სეზონში 19 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია.

ამ დროისთვის, კიდევ 8 ფეხბურთელს ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

შეგახსენებთ,რომ ირლანდიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ჯაბა კანკავა.

საქართველო-ირლანდიის შეხვედრა თბილისში 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ავსტრიისა და საქართველოს მატჩი ვენაში, 5 სექტემბერს, 22:45 საათზე შედგება.

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში იყიდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124175