თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ზურაბ იაკობაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. იაკობაშვილმა ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ოს გაგაევს აჯობა, ხოლო ფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელ მოჭიდავეს გაჯიევს მოუგო. როგორც ჩანს ოსი და დაღესტნელი სპორტსმენები იაკობაშვილზე გაბრაზდნენ და დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ, რა დროსაც სამსახსოვრო სურათს იღებენ, ჩრდილო კავკასიელებმა ფოტოს გადაღება იუარეს.