თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, პოდიუმზე ასვლის შანსი რეპეშაჟის ფინალში დაკარგა, სომხეთის ნაკრების წევრ გიორგი კეტოევთან. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით კი ეს შედეგი ხელს კეტოევს აძლევდა.
ძირითად ბადეში ოდიკაძემ ორი შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატი ევროპის 2013 წლის ჩემპიონის – უკრაინელი პავლო ოლეინიკის ძლევით (8:0) გახსნა და მეოთხედფინალში თანამედროვე ჭიდაობის სუპერვარსკვლავთან – რუსეთის ნაკრების წევრ აბდულრაშიდ სადულაევთან ვეღარას გახდა (0:10).
"ბრინჯაოს ნახევარფინალში” ელიზბარ ოდიკაძემ კუბელი რეინერის სალას პერესი ჩამოიშორა (8:6).
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.