ჭიდაობა

16:56 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიოს ოქროს მიუახლოვდა

65 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა პარიზში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე დილის პროგრამაში სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და უმაღლეს ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

გადამწყვეტ ბრძოლაში იაკობიშვილი პოლონეთის ნაკრების წევრ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდება.

ზურაბ ერბოწონაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) კი ძირითად ბადეში მეოთხედფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ელიან.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.115111