თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას "გენტში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური გაზეთი Het Laatstle News ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს ევროპული კლუბები, მათ შორის "ლევერკუზენი", "ჰოფენჰაიმი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენდნენ. გარდა ამისა, მიუნხენის "ბაიერნი" მზად იყო, 6 მილიონი ევრო გაეღო მის სანაცვლოდ, თუმცა "რეკორდმაისტერს" დააგვიანდა.
საქმე ისაა, რომ "გენტსა" და "დინამოს" შორის მანამდე უკვე არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალითაც ჩაკვეტაძე სწორედ ბელგიურ გუნდში უნდა გადასულიყო, ანუ, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, გიორგი "გენტთან" კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს, კერძოდ, 29 აგვისტოს. ამ დღეს ქართველი სრულწლოვანი, 18 წლის ხდება და შესაბამისად, პროფესიული კონტრაქტის გაფორმებაც შესაძლებელი იქნება. ხელშეკრულება 4 წლით დაიდება.
აქვე გეტყვით, თუ რას წერს ჩაკვეტაძეზე გერმანული Fusballtransfers.com:
"ჩაკვეტაძის წინაშე პოკერი გადაიშალა: იგი დიდებულად თამაშობს მარჯვენა ფეხით, აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა პროფესიონალურ დონეზე. პირველივე სეზონში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა ადასტურებს, რომ მოწიფული ფეხბურთელია. თუმცა, ეს არ კმარა ევროპის ისეთი დიდი გუნდისთვის, როგორიც "ბაიერნია". ეს თავად ფეხბურთელმაც იცის".