ფეხბურთი

19:46 | 26.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “სანშეშს უპრობლემოდ შეუძლია წავიდეს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ რენატუ სანშეშის გუნდიდან წასვლის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელს უპრობლემოდ შეუძლია კლუბი დატოვოს.

მიმდინარე ზაფხულს პორტუგალიელის მიმართ რამდენიმე კლუბი იჩენდა ინტერესს, თუმცა იტალიელი სპეციალისტის თქმით, ის კლუბში რჩებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ანჩელოტიმ აზრი შეიცვალა.

“სანშეშმა იცის თავისი პოზიცია გუნდში, ისიც იცის, რომ კონკურენცია ძალიან მაღალია. თუ დარჩება, მე მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ თუ წასვლა სურს, უპრობლემოდ შეუძლია წავიდეს”, - განახადა ანჩელოტომ.

გერმანულმა კლუბმა 20 წლის პორტუგალიელი “ბენფიკადან” შარშან 35 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა, მაღალი კონკურენციის გამო, რენატუ სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და კლუბის დატოვებას აპირებს.

სანშეშით იტალიური გუნდები – “მილანი” და “იუვენტუსი” იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა, ბოლო დროს “ბებერი ქალბატონი” უფრო აქტიურია.

0.122139