კატალონიის “ბარსელონას” ლუის სუარესი გამოუჯანმრთელდა. როგორც “ბლაუგრანას” ტვიტერის გვერდი გვამცნობს, ურუგვაელმა ფორვარდმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
ეს, უდაოდ სასიამოვნო სიუპრიზია კატალონური გრანდის სმაწვრთნელო შტაბისთვის, რადგან სუარესს წინასწარი ინფორმაციით 3-4 კვირა უნდა გასცდენოდა.
შეგახსენებთ, ლუის სუარესმა მუხლის ტრავმა 17 აგვისტოს, მადრიდის “რეალთან” შეხვედრისას მიიღო.