მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველმა მცველმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, ჯგუფში ყველაზე ძლიერი “კოპენჰაგენია”, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთ დონეზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენ.
“ევროპა ლიგის ჯგუფში სუსტი მეტოქეები არ არსებობენ. ჩვენი ოპონენტებიდან ყველაზე ძლიერი “კოპენჰაგენია”, რომელიც ევროტურნირებზე ყოველ წელს თამაშობს და გამოცდილება დიდი აქვს. ჩვენ საქმეს სერიოზულად მივუდგებით და ყველა მოედანზე ყოველ თამაშზე მოსაგებად გავალთ.
ფეხბურთელისთვის კი ევროსარბიელზე თამაში საპატიოა და ყველას მიზანი იქ თამაშია”, - ციტირებს კვირკველიას სიტყვებს შპორტ-ეხპრესს.რუ.
შეგახსენებთ, “ლოკომოტივმა” ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც გასულ სეზონში რუსეთის თასი მოიგო. რუსული გუნდის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე დანიური “კოპენჰაგენი”, მოლდოვური “შერიფი” და ჩეხური “ზლინი” იქნებიან.