დღეს, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის 48 მონაწილე 12 ქვეჯგუფში გადანაწილდა.
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა ელით მონაწილე კლუბებს. აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგაში იასპარეზებენ ქართველი ლეგიონერების კლუბებიც: ვაკო გვილიას ბატე, სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივი”, გურამ კაშიას “ვიტესი” და ჯაბა ჯიღაურის “ვარდარი”.
ჯგუფები კი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი
ვილიარეალი
მაკაბი
ასტანა
სლავია
B ჯგუფი
დინამო კიევი
იანგ ბოიზი
პარტიზანი
სკენდერბეუ
C ჯგუფი
ბრაგა
ლუდოგორეცი
ჰოფენჰაიმი
ბაშაქშეჰირი
D ჯგუფი
მილანი
აუსტრია
რიეკა
აეკ
E ჯგუფი
ლიონი
ევერტონი
ატალანტა
აპოლონი
F ჯგუფი
კოპენჰაგენი
ლოკომოტივი
შერიფი
ზლინი
G ჯგუფი
პლზენი
სტიაუა
ბეერ შევა
ლუგანო
H ჯგუფი
არსენალი
ბატე
კიოლნი
ცრვენა ზვეზდა
I ჯგუფი
ზალცბურგი
მარსელი
გიმარაეში
ქონია
J ჯგუფი
ბილბაო
ჰერტა
ზორია
ესტერსუნდი
K ჯგუფი
ლაციო
ნიცა
ვარეგემი
ვიტესი
L ჯგუფი
ზენიტი
სოსიედადი
რუსენბორგი
ვარდარი
ევროპა ლიგა სტარტს 14 სექტემბერს აიღებს.