ფეხბურთი

15:35 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გელა სანაიამ "კოლხეთი" დატოვა

ფოთის ,,კოლხეთის" დირექტორატთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ, ასისტენტმა გიგა გვიჩიამ და ფიზმომზადების მწვრთნელმა აკაკი კუპრეიშვილმა.

ეს "კოლხეთის" პრესსამსახურის ინფორმაციაა.

ფოთელები ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე არიან. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ შემადგენლობა დასუსტდა: უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი და სენეგალელი არფანგ დაფი გამოაკლდნენ გუნდს.

ჯერჯერობით გუნდს უთავკაცებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ თვარაძე. შემდეგ კი, ალბათ, ახალ სპეციალისტს მოიყვანენ.

სანაიას "კოლხეთში" მუშაობას, მთლიანობაში, წარუმატებელი ვერ დაერქმევა. გუნდმა შარშან გარდამავალ ჩემპიონატში 12-დან 6 მატჩი მოიგო და გავარდნის საფრთხე არც დამუქრებია. აი, წლეულს კი გაუარესდა შედეგი, გუნდი სულ მერვე-მეცხრე ადგილზეა, თუმცა აკი დავწერეთ, შემადგენლობაც ვერ ჰყავს ძლიერი.

0.118816