აკროპოლისის თასის მეორე ტურში საქართველომ სერბეთი დრამატულ ბრძოლაში 68:66 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ქართველთა ბერძენმა დამრიგებელმა ილიას ზუროსმა მცირე კომენტარი გააკეთა.
“უპირველესად მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს. უკვე მეორე თამაშია, მათ დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს. ჩვენი დაცვით ძალიან კმაყოფილი ვარ. გამარჯვება მნიშვნელოვანი არაა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი გუნდური სულისკვეთება, პარკეტზე ყველა ბოლომდე იბრძვის. ახლა მთლიანად ტურნირზე ვართ ორიენტირებულები. ჩვენი მიზანი სტამბოლში თამაშია”, - განაცხადა ზუროსმა.
ევრობსკეტ-2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ისრაელში, თელ-ავივში ჩაატარებს, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრებს სტამბოლი უმასპინძლებს. ევრობასკეტ-2017 31 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.