კალათბურთი

11:37 | 25.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ პიკი: ფაჩულია ევრობასკეტზე ითამაშებს

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, დევიდ პიკის ცნობით, საქართველოს ნარების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ევრობასკეტ-2017-ზე საბოლოო 12-კაციან შემადგენლობაში მოხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაზა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალური ჯერ არაა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ერთ-ერთ ვარჯიშზე ზაზამ კოჭი დაიზიანა. კაპიტანი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ევრობაკსეტ-2017-ზე საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობას ილიას ზუროსი აკროპოლისის თასის დამთავრების შემდეგ დაასახელებს.

0.105389