კალათბურთი

20:00 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი: საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქეც გაირკვა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მესამე მეტოქე გაირკვა. დღეს გამართულმა წილისყრამ საქართველო ავსტრიის ნაკრებს შეახვედრა.

აქამდე ცნობილი იყო ჯგუფის ორი მეტოქე: გერმანია და სერბეთი. შესაბამისად, ახლა შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდის G ჯგუფში შემდეგ გუნდებს შეხვდება: სერბეთი, გერმანია და ავსტრია. მეორე რაუნდში თამაშის უფლებას სამი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. ურთიერთშეხვედრების შედეგები გუნდებს გადაყვებათ და პაექრობა H ჯგუფის სამ საუკეთესოსთან მოუწევთ. საბოლოოდ, ჩინეთში გასამართი ტურნირის საგზურს მეორე რაუნდიდან სამი ნაკრები მოიპოვებს.

შესარჩევი ციკლი მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დაიწყება და ქართველი კალათბურთელები პირველ მატჩს გერმანიასთან სტუმრად ჩაატარებენ.

აქვე კალენდარიც:

24 ნოემბერი, 2017: გერმანია – საქართველო

27 ნოემბერი, 2017: საქართველო – სერბეთი

22 თებერვალი, 2018: ავსტრია – საქართველო

25 თებერვალი, 2018: საქართველო – გერმანია

29 ივნისი, 2018: სერბეთი – საქართველო

2 ივლისი, 2018: საქართველო – ავსტრია

0.119419