ცოტა ხნის წინ უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის 32 მონაწილე გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა და სამი კვირის შემდეგ სანუკვარი თასისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.
კალათებიდან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზე საინტერესო და მათ შორის ე.წ სიკვდილის ჯგუფებიც შედგა. მაგალითად, გამორჩეულია D ჯგუფი: "იუვენტუსი", "ბარსელონა", "სპორტინგი" და "ოლიმპიაკოსი". არანაკლები სიძლიერის გამოვიდა H ჯგუფი: "რეალი", "დორტმუნდი", "ტოტენჰემი" და "აპოელი".
სხვა მხრივ კი, ჯგუფური ეტაპი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი
"ბენფიკა" (პორტუგალია)
"მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)
"ბაზელი" (შვეიცარია)
ცსკა (რუსეთი)
B ჯგუფი
"ბაიერნი" (გერმანია)
"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი)
"ანდერლეხტი" (ბელგია)
"სელტიკი" (შოტლანდია)
C ჯგუფი
"ჩელსი" (ინგლისი)
"ატლეტიკო" (ესპანეთი)
"რომა" (იტალია)
"ყარაბაღი" (აზერბაიჯანი)
D ჯგუფი
"იუვენტუსი" (იტალია)
"ბარსელონა" (ესპანეთი)
"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი)
"სპორტინგი" (პორტუგალია)
E ჯგუფი
"სპარტაკი" (რუსეთი)
"სევილია" (ესპანეთი)
"ლივერპული" (ინგლისი)
"მარიბორი" (სლოვენია)
F ჯგუფი
"შახტარი" (უკრაინა)
"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი)
"ნაპოლი" (იტალია)
"ფეიენოორდი" (ჰოლანდია)
G ჯგუფი
"მონაკო" (საფრანგეთი)
"პორტუ" (პორტუგალია)
"ბეშიქთაში" (თურქეთი)
"ლაიპციგი" (გერმანია)
H ჯგუფი
"რეალი" (ესპანეთი)
"დორტმუნდი" (გერმანია)
"ტოტენჰემი" (ინგლისი)
"აპოელი" (კვიპროსი)
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 12 სექტემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება. რაც შეეხება პლეი-ოფებს: მერვედფინალური მატჩები სტარტს 2018 წლის 13-14 თებერვალს აიღებს, მეოთხედფინალები 3-4 აპრილს, ხოლო ნახევარფინალები 24-25 აპრილს დაიწყება. რაც შეეხება სეზონის კულმინაციას - ფინალური შეხვედრა 26 მაისს, კიევში გაიმართება.