სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელების მოგროვება ერთ-ერთი ცნობილი ჰობია, რაც არაერთ პოპულარულ და ლეგენდარულ ადამიანს აქვს. აგროვებენ ყველაფერს, დაწყებული ღვინითა და ვისკით და დამთავრებული რომის თუნდაც ყველაზე უინტერესო ნიმუშებით და შემდეგ ასე შეგროვებული კოლექციები ძალზედ ძვირადაც ფასობს ხოლმე.
ალკოჰოლური სასმელების ცნობილ კოლექციონერებს შორის, ლეგენდარული შოტლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი უნდა გამოვყოთ, რომელმაც თავისი მრავალწლიანი და დიდი კარიერის განმავლობაში უნიკალურ კოლექციაში არაერთ გამორჩეულ სასმელს მოუყარა თავი და სხვადასხვა შეფასებით, სერ ალექსის ღვინის, ვისკის, კონიაკისა და სხვა ბრენდების კოლექციის ღირებულება შესაძლოა მილიონ გირვანქა სტერლინგსაც კი ცდებოდეს.
ამ რამდენიმე წლის წინ, ფერგიუსონმა თავისი ვისკების კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი 150 ათას გირვანქა სტერილნგად გაყიდა. ფერგიუსონს ეს ფულის ნაკლებობის გამო არ გაუკეთებია, როგორც თავად განმარტავდა, მას უბრალოდ ალკოჰოლური სასმელების ახალი ნიმუშებისთის საკოლექციო სივრცის გამოთავისუფლება სურდა. ასეთი კაცი ცუდ და უინტერესო სასმელებს რომ არ შეინახავს - ცხადია.