ჩოგბურთი

11:20 | 24.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაონიჩი US OPEN-ს გამოტოვებს

მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერი, კანადელი მილოშ რაონიჩი ამერიკის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მილოშს მარცხენა ხელის მაჯის ტრავმა აწუხებს.

US OPEN-ს ასევე ტრავმის გამო გამოტოვებენ ნოვაკ ჯოკოვიჩი, სტანსილას ვავრინკა და კეი ნიშიკორი.

ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადის შეხვედრები 28 აგვისტოს დაიწყება.

0.122969