კალათბურთი

23:07 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მარცხდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აკროპოლისის თასის პირველ მატჩში, საბერძნეთის წინააღმდეგ პირველი ტაიმის შემდეგ ოთხქულიანი სხვაობით მარცხდება.

ჩვენმა ნაკრებმა შეხვედრის პირველი პერიოდი სუსტად ჩაატარა და 18:8 დამარცხდა, ხოლო მეორე პერიოდში მეტოქეს აჯობა და პირველი ტაიმი 37:33 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან ჯერჯერობით საუკეთესო გიორგი შერმადინია, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 3 მოხსნაა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: შერმადინი, დიქსონი, შენგელია, მარკოიშვილი, ცინცაძე

0.124547