"პარი სენ ჟერმენმა" კატალონიის "ბარსელონასგან" ანხელ დი მარიას ტრანსფერის შესახებ წინადადება მიიღო, თუმცა პარიზელებმა არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევის გუნდიდან გაშვება იუარეს. აღნიშნული ინფორმაცია Le Parisien-მა გაავრცელა.
"ბლაუგრანას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ პსჟ-ს ხელმძღვანელს ნასერ ალ-ჰელაიფს დაუკავშირდა, თუმცა ყატარელმა ბიზნესმენმა ესპანელს განუცხადა, რომ დი მარიას გუნდიდან გაშვება შეუძლებელია.
ანხელი პსჟ-ში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2015 წელს გადავიდა. გასულ სეზონში არგენტინელმა 43 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.