მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტიკებით უკმაყოფილოა. ესპანურმა სპორტულმა სასამართლომ რონალდუს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
“კიდევ ერთი უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს წინააღმდეგ. მაგრამ ამ უსამართლობის ფონზე მე უფრო ძლიერი გავხდები. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა”, - დაწერა ტვიტერის პირად გვერდზე რონალდუმ.
რონალდუმ ორი მატჩი უკვე გამოტოვა და ლა ლიგის კიდევ სამ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწლეობას: “ვალენსიას”, “ლევანტეს” და “სოსიედადის” წინააღმდეგ.