ფეხბურთი

15:24 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე შესაძლოა ტუხელმა ჩაანაცვლოს

Bild-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე, შესაძლოა, გერმანელმა სპეციალისტმა თომას ტუხელმა შეცვალოს. ამის მიზეზად იტალიელ სპეციალისტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობა სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტე შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილოა, რის გამოც მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და “ჩელსის” მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ტუხელთან. მოსალოდნელია, რომ 43 წლის გერმანელი სპეციალისტი “არისტოკრატებს” სათავეში რამდენიმე დღეში ჩაუდგეს.

შეგახსენებთ, რომ ტუხელი 2015-2017 წლებში დორტმუნდის “ბორუსიას” წვრთნიდა.

0.133504