კალათბურთი

13:46 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ექიმის კომენტარი ზაზა ფაჩულიას შესახებ (VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აკროპოლისის თასზე სათამაშოდ ათენში ჩავიდა და სასტუმრო "სივიტელში" დაბინავდა. ილიას ზუროსი შეგირდებს საღამოს, 21:30 საათზე, ათენის OAKA არენაზე ავარჯიშებს. საბერძნეთში გუნდთან ერთად იმყოფება კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელსაც ტრავმის გამო უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს და 23-25 აგვისტოს გასამართ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფაჩულიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა - იხილეთ ვიდეო

0.126468