დიდი სლემის ორგზის ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ვიქტორია ავრცელებს.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი საყვარელი ტურნირის გამოტოვება მიწევს. ამერიკის ღია პირველობასთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. სამწუხაროდ, ოჯახის მიზეზით ამ ტურნირის გამოტოვება მომიწევს. შემდეგ წელს აუცილებლად დავბრუნდები”- განაცხადა აზარენკამ.
ვიქტორია ამერიკის ღია პირველობის ფინალში 2012, 2013 წლებში გავიდა, თუმცა ორივეჯერ სერენა უილიამსთან წააგო.