ფეხბურთი

22:32 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სამირ ნასრი თურქეთში ითამაშებს

“მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სამირ ნასრი ამიერიდან თურქეთის სუპერლიგაში, კერძოდ, “ანტალიასფორში” ითამაშებს. როგორც თურქული გუნდის ვებვერდი იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “სიტიმ” ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო.

სამირ ნასრი “ქალაქელებს” 2011 წელს შეუერთდა და თავიდან გუნდის წამყვანი მოთამაშეც იყო, მაგრამ ბოლო სეზონები სათადარიგო სკამზე გაატარა. გასული სეზონი კი, იჯარით ესპანურ “სევილიაში” დაჰყო, მაგრამ იქაც ვერ მიაღწია წარმატებას.

მანამდე სამირი სხვა და სხვა დროს “არსენალისა” და მარსელის “ოლიმპიკის” რიგებში ირჯებოდა.

0.139652