ფეხბურთი

22:05 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კონდოგბია "ვალენსიას" ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჟოფრეი კონდოგბია კარიერას ესპანურ “ვალენსიაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ღამურების” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

24 წლის ფეხბურთელი “ესტადიო მესტალიაზე” ერთ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო გაისად უკვე მისი ტრანსფერი ორივე მხარის მიერ გადაიხედება.

შეგახსენებთ, კონდოგბია “ინტერმა” 2015 წელს “მონაკოდან” 35 მილიონ ევროდან შეიძინა და დიდ იმედებსაც ამყარებდა. თუმცა, ფრანგმა იტალიაში თავი ვერაფრით გამოიჩინა. კონდოგბიამ “ნერაძურის” ღირსება განვლილ ორ სეზონში 50 თამაშში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.

0.136702