ჭიდაობა

20:11 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

კობლიაშვილი და ნადარეიშვილი რეპეშაჟის ფინალში გავიდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს რობერტ კობლიაშვილსა (85 კგ) და რევაზ ნადარეიშვილს (98 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის პოდიუმს თითო გამარჯვება აშორებთ. პარიზში დღეს დაწყებულ მსოფლიოს პირველობაზე, ოქრო-ვერცხლის შანსი ორივემ მეოთხედფინალში დაკარგა. შემდეგ კი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთნენ, თითო შეხვედრა მოიგეს და რეპეშაჟის ფინალში გავიდნენ.

გადამწყვეტ ბრძოლაში კობლიაშვილი რუსეთის ნაკრების წევრ დავით ჩაკვეტაძეს დაუპირისპირდება. ნადარეიშვილის მეტოქე კი უზბეკი რუსტამ ასაკალოვი იქნება.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 71 და 75 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე შმაგი ბოლქვაძე (71 კგ) და მინდია წულუკიძე (75 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.112648