კალათბურთი

19:44 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ზაზას შესახებ ექიმების გადაწყვეტილებას ველით"

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გაჰყვება თუ არა გუნდს საბერძნეთში, აკროპოლისის თასზე სათამაშოდ ჯერჯერობით უცნობია.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის განცხადებით, ზაზას მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან და დეტალურ ინფორმაციას უახლოეს საათებში მათგან ელოდება. მწვრთნელი იმედს გამოთქვამს, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება და ფაჩულია მალე შეძლებს ვარჯიშის განახლებას.

საქართველოს ნაკრები ამაღამ მიემგზავრება საბერძნეთში, სადაც ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპს გაივლის. აკროპოლისის თასის გათამაშება ათენში 23-25 აგვისტოს გაიმართება.

0.105292